happy new yaer, ახალ წელს გილოცავთ

Happy

სურათი | Posted on by | დატოვე კომენტარი

ძერსკი “მათხოვარი”


6f3fb678fe64e421ae741b4f3894db2eსოციალურ ქსელ “ფეისბუქში” თოქ-შოუ “პროფილის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ საახალწლო გადაცემის სტუმარი ჟანა ვახტანგიშვილი, რომელიც თბილისში მათხოვრობით ირჩენდა თავს და რომელსაც საახალწლო გადაცემის ფორმატის ფარგლებში საჩუქრად სამტრედიაში ერთოთახიანი ბინა აჩუქეს, უარს ამბობს სამტრედიაში ცხოვრებაზე. 

როგორც პოსტიდან ჩანს, ჟანასთვის შეიძინეს ახალი ავეჯი, ტექნიკა, დაამონტაჟეს ცხელი წყალი და გაზის გამათბობელი. სამტრედიაში მოუძებნეს სამსახური და დაუნიშნეს ყოველთვიური დახმარება. თუმცა, დღეს ამბობს, რომ ვაკეში მათხოვრობით უფრო მეტი შემოსავალი აქვს და მუშაობის დაწყება არ სურს. როგორც ჩანს, უკმაყოფილების ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ბინა თბილისში არაა. ჟანა გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს და აცხადებს, რომ წინასაახალწლო დღეებში თბილისში მათხოვრობით კარგი შემოსავალი ექნება და ამ შანსის ხელიდან გაშვებას არ აპირებს. შემოქმედებითი ჯგუფი განმარტავს, რომ ბიუჯეტით თბილისში ბინის ყიდვას ვერ შეძლებდნენ. “პროფილის” შემოქმედებითი ჯგუფი საზოგადოებას და მაყურებელს თხოვნით მიმართავს, დაეხმარნონ და ურჩიონ როგორ მოიქცნენ ასეთ ვითარებაში, რადგანაც 6 წლის განმავლობაში გადაცემაში მსგავსი პრეცენდენტი არასდროს მომხდარა. პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში უამრავი კომენტარი გაჩნდა. თუ კომენტარებს თვალს გადაავლებთ ნახავთ, რომ უმეტესობა ჟანას საქციელს გმობს და ინციდენტს უმადურობას უწოდებს.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ: 

“მოგმართავთ თხოვნით, ყველა ჩვენს მაყურებელს! ვართ გამოუვალ მდგომარეობაში, იქნებ, დაგვეხმაროთ და გვირჩიოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ შექმნილ ვითარებაში!

ალბათ, ყველას გახსოვთ, ჩვენი საახალწლო გადაცემის სტუმრის, ჟანა ვახტანგიშვილის ისტორია, რომელიც 5 წლის შვილთან ერთად თავს მათხოვრობით ირჩენს და ღამეს ქუჩაში ათევს. ჟანას ჩვენმა გადაცემამ ერთ-ოთახიანი ბინა აჩუქა ქალაქ სამტრედიაში. მისთვის შევიძინეთ ახალი ავეჯი, ტექნიკა (მაცივარი, გაზქურა, ტელევიზორი და ასე შემდეგ), დავამონტაჟეთ ცხელი წყლისა და გაზის გამათბობელი. სამტრედიაში მოვუძებნეთ სამსახური და დავუნიშნეთ ყოველთვიური დახმარება. თუმცა, პირველი სასიხარულო ემოციების გასვლის შემდეგ, დღეს ჟანა ამბობს, რომ თბილისში, ვაკეში მათხოვრობით უფრო მეტი შემოსავალი აქვს და 

ამიტომ არ სურს მუშაობის დაწყება! მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ უსახლკარო ადამიანი უარს ამბობს იცხოვროს საკუთარ თბილ, კეთილმოწყობილ სახლში მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ბინა არაა თბილისში.სამწუხაროდ, ჩვენი ბიუჯეტით ვერ შევძელით თბილისში ბინის ყიდვა, თუმცა, სამტრედიაში შევუქმენით ყველა პირობა, რომ ღირსეულად ეცხოვრა. საკუთარ სახლში გატარებული ორი დღის შემდეგ, ჟანა ისევ თბილისში დაბრუნდა და თავს ისევ მათხოვრობით ირჩენს. ჩვენი მრავალგზის თხოვნისა და საუბრის მიუხედავად, ჟანა გადაწყვეტილებას არ ცვლის და ამბობს, რომ წინასაახალწლო დღეებში თბილისში მათხოვრობით კარგი შემოსავალი შეიძლება მიიღოს და ამ შანსის ხელიდან გაშვება არ უნდა. 6 წლის განმავლობაში ჩვენი გადაცემა პირველად აღმოჩნდა მსგავსი პრობლემის წინაშე (მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის ჩაწერის შემდეგ საცხოვრებელი ქალაქი თავად გოგონამ აარჩია).


მოგმართავთ ყველას, იქნებ, დაგვეხმაროთ და გვირჩიოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს! ჩვენ ყველას ძალიან გვინდოდა, რომ ჟანა და მისი 5 წლის ქალიშვილი ახალ წელს საკუთარ სახლში შეხვედროდნენ. დღეს კი ჟანა ისევ ქუჩაშია და ისევ მათხოვრობს! იქნებ, დაგვიდგეთ გვერდში, მოგვცეთ მიმართულება, როგორ შეიძლება გადავარჩინოთ ადამიანი საბედისწერო შეცდომის დაშვებისგან!”

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

როგორ გავაკეთოთ საახალწლო საჩუქრები how to make a christmas gift

18

Decorating a Christmas Cake

chinkaaaa

images

-make-handmade-8il_570xN.287782014

popup21

93500572_142989356888641983_1Ulsc94Y_c

DSC_20111219_1054391

sheet_music_christmas_ornament_how_to_make

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

ალბათ, გაინტერესებს, რომელია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სუნამოები. მე დავინტერესდი და მოვიძიე…

Caron’s poive

$1000 – 30 მ
image
ეს სუნამო 1954 წელს გამოუშვა Michel Morsetti-მ. სუნამო უნისექსია, როგორც ქალის, ასევე მამაკაცისთვის განკუთვნილი. საბაზისო ნოტები მერქნოვანია, სუნამოს შუაგულში ყვავილოვანი არომატებია, თუმცა ყველაზე მეტად აქცენტი პილპილის მკვეთრ არომატზეა გაკეთებული.

Clive Christian No. 1

 $2,150 – 30 მლ.
image
Clive Christian No. 1 2001 წელს შეიქმნა და 2006 წლამდე მსოფლიოს ყველაზე ძვირფას სუნამოდ ითვლებოდა. როგორც სუნამოს, ასევე მისი ფლაკონის შესაქმნელად უიშვიათესი და უძვირფასესი მასალებია გამოყენებული. სუნამოს ზედა ნოტებში ციტრუსები ჭარბობს, შუაგულში ვარდი, ჟასმინი და ილანგ-ილანგია, ხოლო საბაზისო ნოტებს კედრის, სანდალოზის და სხვა მერქნოვანების არომატები წარმოადგენს. სუნამოს დამზადებისას სურნელის საბოლოო ფორმირებისთვის ექვსი თვეა საჭირო.

სუნამო Clive Christian No. 1

 $215,000 – 500 მლ
image
სუნამო Clive Christian No. 1 ლიმიტირებულ, საკოლექციო გამოშვებას წარმოადგენს, რომელიც სულ 10 ცალი დამზადდა 2006 წელს და მაშინვე მოიპოვა მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი სუნამოს ტიტული. ის სხვაგვარად ცნობილია, როგორც Imperial Majesty. ფლაკონის დასამზადებლად Baccarat-ის კრისტალია გამოყენებული, ხოლო ფლაკონის თავსახური, რომელშიც 5-კარატიანი თეთრი ბრილიანტია ჩასმული, 18-კარატიანი ოქროთია დამზადებული.

კერძო კოლექციონერებმა 7 ფლაკონი შეიძინეს, ორი ფლაკონი Harrods, ლონდონში და Bergdorf Goodman, ნიუ-იორკშია გამოფენილი, ხოლო ერთი ფლაკონი მუდმივად  სხვადასხვა გამოფენაზე მოგზაურობს.

Coco mademoiselle

image
$4,200 – 30 მლ

შანელის სუნამოები მთელ მსოფლიოშია ცნობილი, როგორც ფუფუნების ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილი, თუმცა გარკვეული და არც ისე მცირე თანხის საფასურად შეგიძლია კიდევ უფრო ძვირფასი და ექსკლუზიური, საკოლექციო ფლაკონებით გამოშვებული სუნამოები შეუკვეთო.

ასეთი სუნამო სამია: Gardenia, No.5 და coco mademoiselle.

Baccarat

image
$6,800 – 30 მლ

Baccarat-მ, რომელიც ულამაზესი კრისტალებით უფროა ცნობილი, 1998 წელს ბაზარზე სამი სუნამოსგან შემდგარი ლიმიტირებული კოლექცია გამოუშვა, სახელწოდებით Les Contes d’Ailleurs trilogy. კოლექციის შემადგენლობაში სამი სუნამო შედის: Les Larmes Sacrées de Thèbes, Un Certain été à Livadia და Une Nuit Étoilée au Bengale.

სუნამოების ფასი განპირობებულია მათი უნიკალური ფლაკონებით, რომლებიც ბაკარას კრისტალებისგანაა დამზადებული, თითო სუნამოს მხოლოდ 1500 ფლაკონი დამზადდა და არა ფართო მასებზე, არამედ კოლექციონერებზე იყო გათვლილი.

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

ააააა

სურათი | Posted on by | დატოვე კომენტარი

welcome to chinka’s blog… მოგესალმებათ ჭინკა’ს ბლოგი

Continue reading

Posted in Uncategorized | Tagged | დატოვე კომენტარი