ძერსკი “მათხოვარი”


6f3fb678fe64e421ae741b4f3894db2eსოციალურ ქსელ “ფეისბუქში” თოქ-შოუ “პროფილის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ საახალწლო გადაცემის სტუმარი ჟანა ვახტანგიშვილი, რომელიც თბილისში მათხოვრობით ირჩენდა თავს და რომელსაც საახალწლო გადაცემის ფორმატის ფარგლებში საჩუქრად სამტრედიაში ერთოთახიანი ბინა აჩუქეს, უარს ამბობს სამტრედიაში ცხოვრებაზე. 

როგორც პოსტიდან ჩანს, ჟანასთვის შეიძინეს ახალი ავეჯი, ტექნიკა, დაამონტაჟეს ცხელი წყალი და გაზის გამათბობელი. სამტრედიაში მოუძებნეს სამსახური და დაუნიშნეს ყოველთვიური დახმარება. თუმცა, დღეს ამბობს, რომ ვაკეში მათხოვრობით უფრო მეტი შემოსავალი აქვს და მუშაობის დაწყება არ სურს. როგორც ჩანს, უკმაყოფილების ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ბინა თბილისში არაა. ჟანა გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს და აცხადებს, რომ წინასაახალწლო დღეებში თბილისში მათხოვრობით კარგი შემოსავალი ექნება და ამ შანსის ხელიდან გაშვებას არ აპირებს. შემოქმედებითი ჯგუფი განმარტავს, რომ ბიუჯეტით თბილისში ბინის ყიდვას ვერ შეძლებდნენ. “პროფილის” შემოქმედებითი ჯგუფი საზოგადოებას და მაყურებელს თხოვნით მიმართავს, დაეხმარნონ და ურჩიონ როგორ მოიქცნენ ასეთ ვითარებაში, რადგანაც 6 წლის განმავლობაში გადაცემაში მსგავსი პრეცენდენტი არასდროს მომხდარა. პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში უამრავი კომენტარი გაჩნდა. თუ კომენტარებს თვალს გადაავლებთ ნახავთ, რომ უმეტესობა ჟანას საქციელს გმობს და ინციდენტს უმადურობას უწოდებს.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ: 

“მოგმართავთ თხოვნით, ყველა ჩვენს მაყურებელს! ვართ გამოუვალ მდგომარეობაში, იქნებ, დაგვეხმაროთ და გვირჩიოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ შექმნილ ვითარებაში!

ალბათ, ყველას გახსოვთ, ჩვენი საახალწლო გადაცემის სტუმრის, ჟანა ვახტანგიშვილის ისტორია, რომელიც 5 წლის შვილთან ერთად თავს მათხოვრობით ირჩენს და ღამეს ქუჩაში ათევს. ჟანას ჩვენმა გადაცემამ ერთ-ოთახიანი ბინა აჩუქა ქალაქ სამტრედიაში. მისთვის შევიძინეთ ახალი ავეჯი, ტექნიკა (მაცივარი, გაზქურა, ტელევიზორი და ასე შემდეგ), დავამონტაჟეთ ცხელი წყლისა და გაზის გამათბობელი. სამტრედიაში მოვუძებნეთ სამსახური და დავუნიშნეთ ყოველთვიური დახმარება. თუმცა, პირველი სასიხარულო ემოციების გასვლის შემდეგ, დღეს ჟანა ამბობს, რომ თბილისში, ვაკეში მათხოვრობით უფრო მეტი შემოსავალი აქვს და 

ამიტომ არ სურს მუშაობის დაწყება! მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ უსახლკარო ადამიანი უარს ამბობს იცხოვროს საკუთარ თბილ, კეთილმოწყობილ სახლში მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ბინა არაა თბილისში.სამწუხაროდ, ჩვენი ბიუჯეტით ვერ შევძელით თბილისში ბინის ყიდვა, თუმცა, სამტრედიაში შევუქმენით ყველა პირობა, რომ ღირსეულად ეცხოვრა. საკუთარ სახლში გატარებული ორი დღის შემდეგ, ჟანა ისევ თბილისში დაბრუნდა და თავს ისევ მათხოვრობით ირჩენს. ჩვენი მრავალგზის თხოვნისა და საუბრის მიუხედავად, ჟანა გადაწყვეტილებას არ ცვლის და ამბობს, რომ წინასაახალწლო დღეებში თბილისში მათხოვრობით კარგი შემოსავალი შეიძლება მიიღოს და ამ შანსის ხელიდან გაშვება არ უნდა. 6 წლის განმავლობაში ჩვენი გადაცემა პირველად აღმოჩნდა მსგავსი პრობლემის წინაშე (მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის ჩაწერის შემდეგ საცხოვრებელი ქალაქი თავად გოგონამ აარჩია).


მოგმართავთ ყველას, იქნებ, დაგვეხმაროთ და გვირჩიოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს! ჩვენ ყველას ძალიან გვინდოდა, რომ ჟანა და მისი 5 წლის ქალიშვილი ახალ წელს საკუთარ სახლში შეხვედროდნენ. დღეს კი ჟანა ისევ ქუჩაშია და ისევ მათხოვრობს! იქნებ, დაგვიდგეთ გვერდში, მოგვცეთ მიმართულება, როგორ შეიძლება გადავარჩინოთ ადამიანი საბედისწერო შეცდომის დაშვებისგან!”

About ჭინკა

....
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s